23 May 2009

ბორის გროისი – რა არის თანამედროვე ხელოვნება



ლექ­ცია

ხე­ლოვ­ნე­ბის რა­ო­ბის პრობ­ლე­მა ყო­ველ­თ­ვის დგას და ის­მის კითხ­ვა, სა­ერ­თოდ რა­ტომ ჩნდე­ბა ხოლ­მე ეს პრობ­ლე­მა. რად­გან არ­ამ­ხო­ლოდ ცხე­ნის ან ძრო­ხის რა­ო­ბის შე­სა­ხებ არ სვამს ვინ­მე ამგ­ვარ კითხ­ვას, არ­ა­მედ ბევ­რი სხვა საგ­ნის გა­მოც. რაც შე­ე­ხე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბას: ად­ა­მი­ა­ნე­ბი სვა­მენ კითხ­ვას, რა არ­ის ხე­ლოვ­ნე­ბა - და უფ­რო მე­ტიც, ცდი­ლო­ბენ პა­სუ­ხიც გას­ცენ მას - თა­ვად ხე­ლოვ­ნე­ბი­სა­ვე ფარ­გ­ლებ­ში. ეს კი - რო­გორც ყვე­ლა ამ სა­კითხ­ში გან­ს­წავ­ლუ­ლი ად­ა­მი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს - აქ­ამ­დე მხო­ლოდ ფი­ლო­სო­ფი­ის­თ­ვის იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. მხო­ლოდ ფი­ლო­სო­ფი­ის­თ­ვის წარ­მო­ად­გენ­და რეფ­ლექ­სი­ის სა­განს სა­კუ­თა­რი საგ­ნი­სა და მე­თო­დე­ბის გან­საზ­ღ­ვ­რა. ფი­ლო­სო­ფი­ის მი­ერ და­ფუძ­ნე­ბულ ამ პა­რა­დიგ­მას სულ უფ­რო და უფ­რო ერ­გე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბაც და ეს ახ­ა­ლი ფე­ნო­მე­ნია. ად­რე ეს სა­კითხი არ იყო პრობ­ლე­მა­ტუ­რი, რად­გა­ნაც ცნო­ბი­ლი იყო, რი­თი გა­მო­ირ­ჩე­ო­და ხე­ლოვ­ნე­ბა და უნ­და ითქ­ვას, რომ არა-ხე­ლოვ­ნე­ბის­გან იგი ხე­ლოვ­ნუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ანუ ნა­ხე­ლა­ვო­ბით. ხე­ლოვ­ნე­ბა ბერ­ძ­ნუ­ლად "ტეხ­ნეა", ანუ უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ბუ­ნე­ბის­გან იმ­ით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, რომ იგი ად­ა­მი­ა­ნის ხე­ლი­თაა ნა­კე­თე­ბი, მა­შინ რო­ცა ბუ­ნებ­რი­ვი ნივ­თე­ბი არაა ნა­კე­თე­ბი. სხვა­თა შო­რის, ხში­რად ხე­ლოვ­ნე­ბას არ­ას­წო­რად მი­იჩ­ნე­ვენ გარ­კ­ვე­უ­ლი ეს­თე­ტი­კუ­რი ობ­ი­ექ­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბად. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი ეს­თე­ტი­კა, რო­გორც ეს კან­ტ­თა­ნაა (და არ­სე­ბი­თად, კან­ტის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ეს სტრუქ­ტუ­რა დღემ­დე არ­სე­ბობს) ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი - ეს­თე­ტი­კურ გან­ც­და­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ­მა ობ­ი­ექ­ტ­მა შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვა­ნი­ჭოს. ამგ­ვა­რად, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ეს­თე­ტი­კუ­რი ობ­ი­ექ­ტი/არ­ა­ეს­თე­ტი­კუ­რი ობ­ი­ექ­ტი ან ეს­თე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა/ არ­ა­ეს­თე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა არ­ა­რე­ლე­ვან­ტუ­რია ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და არ­ა­ხე­ლოვ­ნე­ბის გა­მიჯ­ვ­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. რად­გა­ნაც ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, რო­გორც უკ­ვე ვთქვი, ეს ეს­თე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ობ­ი­ექ­ტის მი­მართ გა­მო­ვი­მუ­შა­ვოთ. ასე რომ, ნა­ხე­ლა­ვო­ბა ერ­თა­დერ­თი ტრა­დი­ცი­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მია.
სწო­რედ ეს ტრა­დი­ცი­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მი და­ა­ყე­ნა ეჭ­ვის ქვეშ დი­უ­შა­ნის ready-made-მა, რო­ცა მან ერთ-ერთ გა­მო­ფე­ნა­ზე ნიუ-იორკ­ში, 1917 წელს, ცო­ტა­თი გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი პი­სუ­ა­რი "გა­მო­ფი­ნა", ხე­ლი მო­ა­წე­რა "ნა­მუ­შე­ვარს" და სხვა მხრივ არ­ა­ნა­ი­რად არ ჩა­რე­უ­ლა მის გა­რეგ­ნულ სა­ხე­ში. ამ­ას გარ­და, დი­უ­შან­მა კი­დევ რამ­დე­ნი­მე ready-made შექ­მ­ნა, ანუ კი­დევ რამ­დე­ნი­მე ობ­ი­ექ­ტი გა­მო­ფი­ნა, რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში, ისე, რომ არ­აფ­რით შე­უც­ვ­ლია მა­თი გა­რეგ­ნუ­ლი სა­ხე და ამ­ით თით­ქოს ერთ­გ­ვა­რი ნუ­ლო­ვა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აქ­ტი "ჩა­ი­დი­ნა". სა­ერ­თოდ, ცნო­ბი­ლია, რომ ყვე­ლა პრობ­ლე­მე­ბი და მათ შო­რის ფი­ლო­სო­ფი­უ­რიც, ნე­ბის­მი­ერ სის­ტე­მა­ში მა­შინ იჩ­ენს თავს, რო­ცა ამ სის­ტე­მა­ში ნუ­ლი ჩნდე­ბა. და დი­უ­შა­ნის ეს ოპ­ე­რა­ცია სწო­რედ ნუ­ლო­ვა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ოპ­ე­რა­ცია იყო, რო­მელ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს პრობ­ლე­მა­ტი­ზი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა.
მაგ­რამ მა­შინ ასე არ­ა­ვის აღ­უქ­ვია ეს ყვე­ლა­ფე­რი და ამ­ას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი ჰქონ­და. უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, იმ­ი­ტომ, რომ მთე­ლი ეს პი­სუ­ა­რე­ბი და სხვა ობ­ი­ექ­ტე­ბი, ტრა­დი­ცი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით ჯერ კი­დევ "ტეხ­ნედ" მი­იჩ­ნე­ოდ­ნენ, ად­ა­მი­ა­ნის ნა­კე­თო­ბად და ამ­ი­ტო­მაც ის­ი­ნი ნა­ხე­ლა­ვო­ბის პა­რა­დიგ­მა­ში ექ­ცე­ოდ­ნენ. ერ­თი სიტყ­ვით, გა­დას­ვ­ლა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა არ იგრ­ძ­ნო­ბო­და ისე მწვა­ვედ. მე­ო­რე - teady-made დი­უ­შა­ნის პრაქ­ტ­რი­კის მხო­ლოდ ნა­წილს წარ­მო­ად­გენ­და. იგი თა­ვი­სი ოს­ტა­ტუ­რი, რთუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი­თაც იყო გან­თ­ქ­მუ­ლი და ამ­ას­თა­ნა­ვე სურ­ვი­ლის, ლი­ბი­დო­სა და ა.შ. სუ­რე­ა­ლის­ტურ დის­კურ­ს­შიც ჯდე­ბო­და, რის გა­მოც ამგ­ვა­რი ხერ­ხი გა­მოც­დი­ლი, გა­წა­ფუ­ლი მა­ყუ­რებ­ლის თვალ­შიც კარ­გავ­და სი­ახ­ლის ნიშ­ნებს.
სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რად ამ­უ­შავ­და ეს მე­ქა­ნიზ­მი, რო­ცა 50-60-იანი წლე­ბის ამ­ე­რი­კელ მხატ­ვარ­თა თა­ო­ბამ დი­უ­შა­ნის ეს იდ­ე­ე­ბი აით­ვი­სა; მათ თა­ვი ან­ე­ბეს დი­უ­შა­ნის დის­კურ­ს­საც, მის პრაქ­ტი­კას და საგ­ნე­ბის (თა­ნაც ყვე­ლა­ნა­ი­რი, მათ შო­რის ბუ­ნებ­რი­ვი ნივ­თე­ბის) ერ­თი სივ­რ­ცი­დან მე­ო­რე­ში უბ­რა­ლო, უაზ­რო გად­მო­ტა­ნას მიჰ­ყ­ვეს ხე­ლი. ეს იყო გა­და­ტა­ნის გა­ნურ­ჩე­ვე­ლი, გულ­გ­რი­ლი ოპ­ე­რა­ცია: ად­ა­მი­ა­ნი უბ­რა­ლოდ უნ­ი­ვერ­მაღ­ში მი­დის, ან იქ­ცე­ვა, რო­გორც ენ­დი უორ­ჰო­ლი (რო­ცა მას რა­ი­მე ნივ­თი აკლ­და გა­ლე­რე­ა­ში, სა­ნაგ­ვე­დან მო­ათ­რევ­და და გა­მო­ფენ­და)... სწო­რედ ში­ნა­არ­სი­სად­მი, გან­საზ­ღ­ვ­რე­ბი­სად­მი, მხატ­ვ­რუ­ლი ფე­ნო­მე­ნის ობ­ი­ექ­ტ­ში ინ­ტერ­ვენ­ცი­ი­სად­მი ამ გულ­გ­რი­ლო­ბამ შვა ეს ნუ­ლო­ვა­ნი ხერ­ხი, რო­მელ­მაც დას­ვა კი­დეც სა­კითხი ხე­ლოვ­ნე­ბის რა­ო­ბის შე­სა­ხებ, ანუ მი­სი წყა­ლო­ბით გაჩ­ნ­და შე­კითხ­ვა - შეგ­ვიძ­ლია თუ არა ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბი გა­ვარ­ჩი­ოთ არა-ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბის­გან.
70-იანი წლე­ბის და­საწყის­ში გა­მო­ვი­და არ­ტურ დან­ტოს წიგ­ნი "ბა­ნა­ლუ­რის (ან ყო­ფი­თის) გარ­და­სახ­ვა", სა­დაც პირ­ვე­ლად და­ის­ვა სა­კითხი - თა­ნაც საკ­მა­ოდ მა­ღალ თე­ო­რე­ტი­კულ დო­ნე­ზე - იმ­ის შე­სა­ხებ, თუ რამ­დე­ნად შეგ­ვიძ­ლია ხე­ლოვ­ნე­ბის არა-ხე­ლოვ­ნე­ბის­გან გარ­ჩე­ვა, თუ­კი არ გაგ­ვაჩ­ნია ამ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. ეს წიგ­ნი იმ­პულ­სი აღ­მოჩ­ნ­და ხე­ლოვ­ნე­ბის ე.წ. ინს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი თე­ო­რი­ის შე­საქ­მ­ნე­ლად, თუმ­ცა თა­ვად დან­ტამ შემ­დ­გომ­ში უარი თქვა ამ თე­ო­რი­ა­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ მას მსგავ­სი არ­ა­ფე­რი უგ­უ­ლის­ხ­მია. უარ­ის მი­ზე­ზებ­ზე მას შემ­დეგ მო­გახ­სე­ნებთ, რაც ამ ინს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლურ თე­ო­რი­ას ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებ, რო­მე­ლიც უფ­რო მის­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა შექ­მ­ნეს, ვიდ­რე დან­ტამ. საქ­მე იმ­ა­ში გახ­ლავთ, რომ იმ დრო­ის­თ­ვის საკ­მა­ოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი იყო პერ­ფორ­მა­ტი­ულ-სიტყ­ვი­ე­რი აქ­ტე­ბის თე­ო­რია, რო­მე­ლიც ინგ­ლი­სურ ან­ა­ლი­ტი­კურ ტრა­დი­ცი­ა­ში აღ­მო­ცენ­და ვიტ­გენ­შ­ტე­ი­ნის გავ­ლე­ნით. იგი შემ­დეგ­ნა­ი­რად ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს: ჩვენ გან­ვას­ხ­ვა­ვებთ დეს­კ­რიპ­ტულ, აღ­წე­რით აქ­ტებს და პერ­ფორ­მა­ტი­ულს, ანუ აქ­ტებს, რომ­ლის გა­მოთ­ქ­მი­თაც საგ­ნე­ბი რა­ღაც სხვა ხა­რის­ხ­სა და თვი­სე­ბებს იძ­ე­ნენ. მა­გა­ლი­თად, შე­მიძ­ლია და­ვა­არ­სო პე­ტერ­ბურ­გი და ვთქვა: "ეს ქა­ლა­ქი რუ­სე­თის დე­და­ქა­ლა­ქია". ამ­ით ჩვენ ვერ აღვ­წერთ ქა­ლაქ სანკტ-პე­ტერ­ბურგს, რად­გა­ნაც მა­ნამ, სა­ნამ ეს ითქ­მე­ბო­და, იგი არ იყო დე­და­ქა­ლა­ქი. პერ­ფორ­მა­ტი­უ­ლი სიტყ­ვი­ე­რი აქ­ტიც სწო­რედ ეს გახ­ლავფ, რი­სი წყა­ლო­ბი­თაც პე­ტერ­ბურ­გი მარ­თ­ლაც დე­და­ქა­ლა­ქად იქ­ცე­ვა. ეს იყო პირ­ვე­ლი თე­ო­რე­ტი­კუ­ლი პა­სუ­ხი კითხ­ვა­ზე, რა არ­ის ხე­ლოვ­ნე­ბა. ხე­ლოვ­ნე­ბა პერ­ფორ­მა­ტი­უ­ლი აქ­ტია, რო­ცა მი­ვუ­თი­თებ რო­მე­ლი­მე ობ­ი­ექ­ტ­ზე და ვამ­ბობ: ეს ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბია. მე აღ­არ ვარ ვალ­დე­ბუ­ლი, და­ვა­სა­ბუ­თო ეს დე­ბუ­ლე­ბა, გან­ვ­მარ­ტო, ან ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნო ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბი­სა, რა­თა და­ვამ­ტ­კი­ცო მი­სი "ნა­ხე­ლა­ვო­ბა". ერ­თი სიტყ­ვით, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ნათ­ქ­ვამ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ანუ, პი­სუ­ა­რი არ იყო ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბი მა­ნამ, სა­ნამ დი­უ­შან­მა არ თქვა ეს. ასე რომ, სიტყ­ვებ­მა "ეს ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბია", სხვა ლინ­გ­ვის­ტუ­რი სტა­ტუ­სი შე­ი­ძი­ნა და აზ­რი და­კარ­გა კითხ­ვის დას­მა­მაც, და­სა­ბუ­თე­ბა­მაც, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბამ და ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბა­მაც.
ამ ძალ­ზე მაც­დუ­რი თე­ო­რი­ის მი­ნუ­სი იმ­ა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ მა­შინ­ვე ჩნდე­ბა კითხ­ვა სუ­ბი­ექ­ტის შე­სა­ხებ, ვი­საც აქვს ამგ­ვა­რი სიტყ­ვე­ბის თქმის უფ­ლე­ბა. თუ­კი შენ მე­ფე ხარ, ან პატ­რი­არ­ქი, მა­შინ გაქვს ამა თუ იმ ობ­ი­ექ­ტის საკ­რა­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ან უფ­ლე­ბა, ქა­ლა­ქი დე­და­ქა­ლა­ქად გა­მო­აცხა­დო. მაგ­რამ დი­უ­შა­ნი არც მე­ფე იყო და არც პატ­რი­არ­ქი, იგი აღ­ი­ა­რე­ბუ­ლი მხატ­ვა­რიც კი არ იყო. მან სწო­რედ ამ­ის გა­მო გა­ით­ქ­ვა სა­ხე­ლი და არა პი­რი­ქით. ეს ის პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც დან­ტამ იმ­თა­ვით­ვე და­ი­ნა­ხა, მაგ­რამ ბო­ლომ­დე ვერ გა­აც­ნო­ბი­ე­რა და თა­ვის წიგ­ნ­შიც არ აღ­უ­ნიშ­ნავს ეს. საქ­მე იმ­ა­ში გახ­ლავთ, რომ იგი სო­რენ კირ­კე­გო­რის ფი­ლო­სო­ფი­ას ეყრ­დ­ნო­ბო­და, რო­მე­ლიც თა­ვის თავს შემ­დეგ კითხ­ვას უს­ვამ­და: რო­გორ უნ­და ამ­ო­ვიც­ნოთ ქრის­ტე­ში ქრის­ტე, ანუ, რო­გორ შეგ­ვიძ­ლია ად­ა­მი­ან­ში ღმერ­თი ამ­ო­ვიც­ნოთ და იმ დას­კ­ვ­ნამ­დე მი­დი­ო­და, რომ ამ­ის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, რად­გან არ გაგ­ვაჩ­ნია შე­სა­ბა­მი­სი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. გვაქვს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი ად­ა­მი­ან­ში ად­ა­მი­ა­ნის, მაგ­რამ არა ღმერ­თის ამ­ო­საც­ნო­ბად. ამგ­ვა­რად, ად­ა­მი­ან­ში ღმერ­თის ამ­ოც­ნო­ბა არ­ჩე­ვის წმინ­და სუ­ბი­ექ­ტუ­რი აქ­ტია და არ­აფ­რით სა­ბუთ­დე­ბა. ამ­ოც­ნო­ბის აქ­ტი შე­უძ­ლე­ბე­ლია გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რად­გან არ არ­სე­ბობ­და პრე­ცე­დენ­ტი. ჩვე­ნი წელ­თაღ­რიცხ­ვის პირ­ვე­ლი სა­უ­კუ­ნის პა­ლეს­ტი­ნა სავ­სე იყო სხვა­დას­ხ­ვა ჯუ­რის მო­ხე­ტი­ა­ლე ფა­კი­რე­ბით, ჯა­დოქ­რე­ბით, მქა­და­გებ­ლე­ბით და ქრის­ტეს მხო­ლოდ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის სუ­ბი­ექ­ტუ­რი აქ­ტის წყა­ლო­ბით თუ ამ­ო­იც­ნობ­დი. ამგ­ვა­რად, ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ერთ­გ­ვა­რი ეკ­ლე­სი­უ­რო­ბი­დან, გარ­კ­ვე­ულ მხატ­ვ­რულ პრო­ტეს­ტან­ტიზ­მამ­დე მივ­დი­ვართ. ეკ­ლე­სია ამ­ბობს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის ესა თუ ის ნა­წარ­მო­ე­ბი რე­ლიქ­ვიაა, რა­ღა­ცის ნამ­ტ­ვ­რე­ვი ან ნაფ­ლე­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შია და ა.შ. ეს მხო­ლოდ იმ­ი­ტომ ხდე­ბა, რომ მა­თი საკ­რა­ლუ­რო­ბა ოდ­ეს­ღაც, ვი­ღა­ცამ აღ­ნიშ­ნა და ას­ე­თი­ვე კა­თო­ლი­კუ­რი პრინ­ცი­პით ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს მხატ­ვ­რუ­ლი სის­ტე­მა. მაგ­რამ ამ ორ­თო­დოქ­სულ-ქრის­ტი­ა­ნულ თვალ­საზ­რის­თან ერ­თად გვაქვს პრო­ტეს­ტან­ტუ­ლიც, რაც იმ­ას ნიშ­ნავს, რომ მხატ­ვარს, შემ­დეგ კი მნახ­ველ­საც, ვა­ნი­ჭებთ ამგ­ვა­რი სუ­ბი­ექ­ტუ­რი საკ­რა­ლი­ზა­ცი­ის უფ­ლე­ბას. მარ­თ­ლაც, ჩვენ დე­მოკ­რა­ტი­ულ ეპ­ო­ქა­ში ას­ე­თი კა­თო­ლი­ციზ­მი ხე­ლოვ­ნე­ბა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია. მა­შინ­ვე ჩნდე­ბა კითხ­ვა: რა­ტომ აქვთ ამ ად­ა­მი­ა­ნებს უფ­ლე­ბა გა­დაწყ­ვი­ტონ, რა არ­ის ხე­ლოვ­ნე­ბა და მე კი არა?
დის­კუ­სია ამ­ის თა­ო­ბა­ზე ერთ ძალ­ზე მო­დურ წიგ­ნ­ში შე­ჯამ­და, რო­მე­ლიც 3-4 წლის წინ გა­მო­ვი­და. ესაა ტი­ე­რი დე დი­უ­ფის წიგ­ნი "კან­ტი დი­უ­შა­ნის შემ­დეგ", მხატ­ვ­რუ­ლი პრო­ტეს­ტან­ტიზ­მის მა­ნი­ფეს­ტი, სა­დაც ავ­ტო­რი ამ­ბობს, რომ ყო­ველ ად­ა­მი­ანს აქვს თა­ვის წარ­მო­სახ­ვა­ში სა­კუ­თა­რი მუ­ზე­უ­მის შექ­მ­ნის უფ­ლე­ბა, უფ­ლე­ბა თა­ვი­სით გა­არ­ჩი­ოს ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი და თა­ვი­სი­ვე კო­ლექ­ცი­ას მო­უ­ყა­როს თა­ვი. ერ­თი სიტყ­ვით, ჩვენს ეპ­ო­ქა­ში სიტყ­ვე­ბი "ეს ხე­ლოვ­ნე­ბაა", ის­ე­ვე ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, რო­გორც სიტყ­ვე­ბი "ეს მშვე­ნი­ე­რია".
დე დი­უ­ფოს თე­ზი­სი იმ­ა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა პირ­ვე­ლად ეს­თე­ტი­ზირ­და მთე­ლი თა­ვი­სი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე და ეს 2-3 წლის წინ მოხ­და. ანუ მხატ­ვ­რის ეს ჩა­რე­ვა, რე­ა­ლო­ბის გარ­დამ­სა­ხა­ვის სუ­ბი­ექ­ტის, ად­ა­მი­ა­ნის ხე­ლის ჩა­რე­ვა, ხე­ლი­სა, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ქმნის ობ­ი­ექ­ტებს, რა­თა შემ­დეგ იგი მშვე­ნი­ე­რე­ბად მი­იჩ­ნი­ონ, უკ­ვე ზედ­მე­ტი გახ­და და გაქ­რა ჰო­რი­ზონ­ტი­დან. დარ­ჩა მხო­ლოდ სუ­ბი­ექ­ტუ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, სუ­ბი­ექ­ტუ­რი არ­ჩე­ვა­ნი. და ამ აზ­რით, ეს­თე­ტი­კა ხე­ლოვ­ნე­ბას და­ემ­თხ­ვა. ავ­ტო­რი თვლის, რომ ესაა ეტ­ა­პი ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მე რამ­დენ­ჯერ­მე დის­კურ­სია მქონ­და დე დი­უფ­თან. ის, რა­საც იგი ამ­ბობს, სა­შინ­ლად რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ჩანს, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი ასე არაა, რად­გა­ნაც იგი სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც სუ­ბი­ექ­ტურ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, სუ­ბი­ექტს ეყრ­დ­ნო­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს, იგი გე­მოვ­ნე­ბას ეყრ­დ­ნო­ბა და ად­ა­მი­ა­ნის უნ­არს, რა­ი­მე თქვას გე­მოვ­ნე­ბის შე­სა­ხებ...
კი­დევ ერ­თი სა­ე­ტა­პო წიგ­ნი მახ­სენ­დე­ბა, რო­მე­ლიც შარ­შან გა­მო­ვი­და; ესაა გერ­მა­ნე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სის, ნიკ­ლას ლუ­მა­ნის "ხე­ლოვ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში", სა­დაც უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით: ლუ­მა­ნი იმ­ის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს, რომ არ­ამ­ხო­ლოდ ინს­ტი­ტუ­ცი­ას არ ძა­ლუძს საკ­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ ეკ­ლე­სი­უ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, არ­ამ­ხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­უმს - ანუ პრო­ტეს­ტან­ტიზ­მის მი­ხედ­ვით, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნის, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბის სუ­ბი­ექტს - არ­ა­მედ არ­ა­ნა­ირ სუ­ბი­ექტს არ შე­უძ­ლია ეს, რად­გა­ნაც არ­სე­ბობს რა­ღაც ავ­ტო­ნო­მი­უ­რად ფორ­მი­რე­ბუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ნე­ბის, ჩვე­ნი სურ­ვი­ლი­სა და არ­ჩე­ვა­ნის მი­უ­ხე­და­ვად მოქ­მე­დებს, გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად; ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩვენ მას ვერ ვა­კონ­ტ­რო­ლებთ, პი­რი­ქით, იგი თავს გვახ­ვევს ამ კრი­ტე­რი­უ­მებს. და მარ­თ­ლაც ასეა, თუ­კი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რო­გორ ვი­თარ­დე­ბა მხატ­ვ­რუ­ლი ბა­ზა­რი, ყიდ­ვი­სა და შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვ­რულ სამ­ყა­რო­ში... ჯერ კი­დევ XVIII-XIX სა­უ­კუ­ნე­ში, მა­გა­ლი­თად, კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი მხო­ლოდ იმ­ას ყი­დუ­ლობ­და, რაც მოს­წო­ნა, თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ახ­ლა კი ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. თა­ნა­მედ­რო­ვე კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბის შე­ძე­ნი­სას თა­ვი­სი გე­მოვ­ნე­ბით არ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს. იგი ყი­დუ­ლობს იმ­ის მი­ხედ­ვით, თუ რა სტა­ტუ­სი აქვს (ან ექ­ნე­ბა) ამა თუ იმ ქმნი­ლე­ბას, იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გა­მო, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებს მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა­ზე გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან და სა­ერ­თოდ, გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად ყი­დუ­ლობს. და იგი, ბუ­ნებ­რი­ვია, იმ­ა­ში აბ­ან­დებს ფულს, რაც მის სიმ­დიდ­რეს, მის მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და სა­ხელს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს (სა­ხელს იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ­კი იგი მუ­ზე­უმს აჩ­უ­ქებს თა­ვის კო­ლექ­ცი­ას). ანუ მას თა­ვი­სი პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბი­სა და სხვა მდა­ბა­ლი მო­ტი­ვე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მხო­ლოდ სა­კუ­თარ გე­მოვ­ნე­ბა­ზე უარ­ის თქმას შე­უძ­ლია და იგი ორ­ი­ენ­ტი­რად თა­ვად მხატ­ვ­რუ­ლი პრო­ცე­სის იმ­ა­ნენ­ტურ დი­ნა­მი­კას ირ­ჩევს. ანუ მან გარ­კ­ვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, წი­ნას­წარ უნ­და გან­ჭ­ვ­რი­ტოს ეს პრო­ცე­სი ის­ე­ვე, რო­გორც ამ­ინ­დი, აქ­ცი­ა­თა კურ­სი და ა.შ. ანუ პრო­ცე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე არაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი; მაგ­რამ მა­თი პროგ­ნო­ზი­რე­ბით ან წარ­მა­ტე­ბას ვაღ­წევთ ხოლ­მე, ან პი­რი­ქით, ვმარ­ცხ­დე­ბით. ეს მხატ­ვ­რუ­ლი სის­ტე­მის სწო­რედ ის სი­ტუ­ა­ციაა, რო­მელ­საც ლუ­მა­ნი აღ­წერს. ანუ მხატ­ვ­რუ­ლი სის­ტე­მა, რო­გორც იგი ამ­ბობს, ავ­ტო­ნო­მი­ზირ­და და "ავ­ტო-პო­ი­ე­სი­სის" რე­ჟიმ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა, იგი თა­ვად შობს სა­კუ­თარ თავს, ყო­ველ მომ­დევ­ნო ეტ­აპს და ერ­თა­დერ­თი, რაც შეგ­ვიძ­ლია ვქნათ - ესაა ყვე­ლა­ფერ ამ­ის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა და პროგ­ნო­ზი­რე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ამ პრო­ცე­სის ვერც სუ­ბი­ექ­ტად ვიქ­ცე­ვით და ვერც აგ­ენ­ტად. ამგ­ვა­რად, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვვარ­დე­ბით, რო­ცა ხე­ლოვ­ნე­ბა, გარ­კ­ვე­უ­ლი ევ­ო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ბუ­ნე­ბის სფე­რო­ში აღ­მოჩ­ნ­და. ბუ­ნე­ბა აქ ყვე­ლა­ზე ზო­გა­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით უნ­და გა­ვი­გოთ, ანუ ის, რაც ად­ა­მი­ა­ნის ხე­ლით არაა შექ­მ­ნი­ლი, რა­საც შეგ­ვიძ­ლია მხო­ლოდ თვალ­ყუ­რი ვა­დევ­ნოთ და აღვ­წე­როთ.
ამ პრო­ცეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მა­ყუ­რებ­ლის, ხედ­ვის პრო­ცე­სის პრი­ვი­ლე­გი­რე­ბაც, რო­მე­ლიც მომ­ხ­მა­რე­ბე­ლია მხატ­ვარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ეს პრო­ცე­სი უკ­ვე კან­ტ­თან და­იწყო და მის­თ­ვის თვალ­ყუ­რის მი­დევ­ნე­ბა არაა ძნე­ლი. ვინ წყვეტს სა­კითხს იმ­ის შე­სა­ხებ, ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბია ეს თუ არა? დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლი, ექს­პერ­ტი, ანუ ის, ვინც თა­ვად არ მო­ნა­წი­ლე­ობს ამ სის­ტე­მა­ში. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მხატ­ვა­რი არაა. მხატ­ვა­რი სა­ერ­თოდ ამ­ო­ვარ­დ­ნი­ლია ამ გან­საზ­ღ­ვ­რე­ბი­დან. პრო­ცე­სი უკ­ვე გე­ნი­ო­სის კან­ტი­სე­უ­ლი ცნე­ბი­დან და­იწყო, გე­ნი­ო­სის, რო­მე­ლიც ქვეც­ნო­ბი­ე­რად მოქ­მე­დებს და ქმნის ხე­ლოვ­ნე­ბას, რო­გორც ბუ­ნე­ბას. თა­ვად მხატ­ვა­რი იმ­დე­ნა­დაა ნორ­მა­ლუ­რი ად­ა­მი­ა­ნი, რამ­დე­ნა­დაც თა­ვა­დაა სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბის მა­ყუ­რე­ბე­ლი და ამ­ით ჩვენ გვგავს. რო­გორც მხატ­ვა­რი, იგი ბუ­ნე­ბის ბრმა სტი­ქიაა, რო­მელ­მაც არ უწ­ყის, რას იქმს. ამგ­ვა­რად, ჩვენს ეპ­ო­ქა­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმ­ი­სა, რომ მხატ­ვ­რუ­ლი გე­ნი­ო­სის ცნე­ბა კომ­პ­რო­მე­ტი­რე­ბუ­ლია და სირ­ცხ­ვი­ლია, ამ სიტყ­ვით აღ­ნიშ­ნო სა­კუ­თა­რი თა­ვი, გე­ნი­ა­ლო­ბა არ­სად და­კარ­გუ­ლა. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კან­ტის მი­ერ გა­მო­გო­ნი­ლი გე­ნი­ა­ლო­ბის ფი­გუ­რა, ანუ ქვეც­ნო­ბი­ე­რი ქმე­დე­ბის ფი­გუ­რა და­შორ­და სუ­ბი­ექტს, მაგ­რამ სის­ტე­მად იქ­ცა. ყო­ვე­ლი ცალ­კე­უ­ლი მხატ­ვა­რი არ­ა­რად იქ­ცა, სა­მა­გი­ე­როდ, სის­ტე­მამ ყვე­ლა­ფე­რი მო­იც­ვა. სის­ტე­მა გახ­და გე­ნი­ა­ლუ­რი. ხე­ლოვ­ნე­ბა გახ­და გე­ნი­ა­ლუ­რი, იმ მო­მენ­ტ­ში, რო­ცა მხატ­ვა­რი უკ­ვე აღ­არ იყო გე­ნი­ო­სი და ლუ­მა­ნის მო­დე­ლი სხვა არ­ა­ფე­რია, თუ არა მხატ­ვ­რუ­ლი სის­ტე­მის გე­ნი­ა­ლო­ბის აღ­წე­რა. მაგ­რამ ჩვენ, რო­გორც დამ­კ­ვირ­ვებ­ლებს, მჭვრე­ტე­ლებს, შეგ­ვიძ­ლია გა­ვარ­ჩი­ოთ ხე­ლოვ­ნე­ბა არა-ხე­ლოვ­ნე­ბის­გან; რო­გორც არ­ა­გე­ნი­ა­ლუ­რი ად­ა­მი­ა­ნე­ბი, ჩვენ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბის ამ გა­სა­ღებს ვფლობთ, შემ­დეგ კი კომ­პე­ტენ­ცია და არ­ჩე­ვა­ნი მომ­ხ­მა­რე­ბელ­ზე, მა­ყუ­რე­ბელ­ზე, სა­ბო­ლო­ოდ კი მყიდ­ველ­ზე ვრცელ­დე­ბა. ერ­თი სიტყ­ვით, ჩვენ უკ­ვე მი­ვაღ­წი­ეთ ამ დის­კურ­სის გან­ვი­თა­რე­ბის უკ­ა­ნას­კ­ნელ წერ­ტილს, მე თავს ვა­ნე­ბებ რე­ფე­რი­რე­ბას და შე­ვეც­დე­ბი გად­მოგ­ცეთ უშ­უ­ა­ლოდ ჩე­მი რე­აქ­ცია სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე.

თარ­გ­მ­ნა სან­დ­რო ჯან­დი­ერ­მა

1 comment:

Hareton Linton said...

დიდი მადლობა სტატიის თარგმნისთვის
და ზოგადად ასეთი თემატიკის ბლოგისთვის, ძალიან მიხარია.