23 May 2009

ბორის გროისი – რა არის თანამედროვე ხელოვნება



ბორის გროისი –რა არის თანამედროვე ხელოვნება

ლექციის გაგრძელება
რო­ცა ჭვრე­ტის, დაკ­ვირ­ვე­ბის შე­სა­ხებ ვსა­უბ­რობთ, - ის­ევ დი­უ­შა­ნი­სა და ვიტ­გენ­შ­ტა­ი­ნის ტრა­დი­ცი­ის კვა­ლად - ვფიქ­რობთ, რომ ობ­ი­ექტს არ­ა­ფე­რი მოს­დის, რო­ცა მას ვუ­ყუ­რებთ. ეს ვიტ­გენ­შ­ტა­ი­ნი ამ­ბობ­და, რომ ჭვრე­ტა ყვე­ლა­ფერს თა­ვის ად­გილ­ზე ტო­ვებს (ის­ე­ვე რო­გორც ფი­ლო­სო­ფია). თე­ო­რია ყვე­ლა­ფერს თა­ვის ად­გილ­ზე ტო­ვებს. ხე­ლე­ბი ცვლი­ან სა­განს, მაგ­რამ თე­ო­რე­ტი­კუ­ლი მზე­რა არ ცვლის მის სტრუქ­ტუ­რას. სწო­რედ ეს წა­ნამ­ძღ­ვა­რია მთე­ლი ამ დის­კურ­სის სა­ფუძ­ვე­ლი, იმ­ი­ტომ, რომ გიჩ­ნ­დე­ბა სურ­ვი­ლი, იკ­ითხო: რო­გო­რაა მოწყო­ბი­ლი ჭვრე­ტა? რო­გორ ოპ­ე­რი­რებს? ამ­ის სა­პა­სუ­ხოდ შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, რომ ჩვენ სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ ად­გი­ლას ვაკ­ვირ­დე­ბით საგ­ნებს. მუ­ზე­უ­მე­ბი, მა­გა­ლი­თად, ას­ე­თი ად­გი­ლია და შეგ­ვიძ­ლია თუ არა ვთქვათ, რომ მუ­ზე­უ­მი არ ცვლის ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ებს? ერ­თი შე­ხედ­ვით, კი. მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, არა. მა­გა­ლი­თად, რო­ცა მუ­ზე­უმ­ში შე­დი­ხართ, რა­ღაც ობ­ი­ექ­ტებს ხე­დავთ - ქან­და­კე­ბებს, ნა­ხა­ტებს. პირ­ვე­ლი, რა­საც მუ­ზე­უმ­ში აწყ­დე­ბით, გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ხის ტე­რო­რია. ვთქვათ, "არ გა­და­ა­ფურ­თხოთ" და სა­ერ­თო­დაც, "კულ­ტუ­რუ­ლად" მო­ი­ქე­ცით, ხე­ლი არ ახ­ლო ნა­ხატს, არ ჩა­მოგ­ლი­ჯო კედ­ლი­დან, არ გად­მო­აბ­რუ­ნო, არ დაფ­ლი­თო. ანუ ხე­ლოვ­ნე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი ოპ­ე­რა­ცი­ე­ბის ტა­ბუ­ი­რე­ბით იწ­ყე­ბა, თა­ნაც სწო­რედ იმ ოპ­ე­რა­ცი­ე­ბის აკრ­ძალ­ვით, რო­მელ­საც შემ­დ­გომ შეს­წავ­ლამ­დე, ობ­ი­ექ­ტის კვლე­ვამ­დე მივ­ყა­ვართ. სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, ობ­ი­ექ­ტის გა­მო­ფე­ნი­ლო­ბას მი­სი ჭვრე­ტის შე­უძ­ლებ­ლო­ბა მოჰ­ყ­ვე­ბა. მხო­ლოდ მა­შინ გვაქვს ობ­ი­ექ­ტის და­ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­ცა ამ ობ­ი­ექ­ტის ნა­წილს გა­მოვ­რიცხავთ ჭვრე­ტის ზო­ნი­დან. მი­სი და­ნახ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, აკრ­ძა­ლუ­ლია. ჩვენ, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, ყო­ფი­თო­ბის რუხ, შუ­ა­ლე­დურ ზო­ნა­ში ვცხოვ­რობთ. რო­ცა ობ­ი­ექტს ჭვრე­ტის სივ­რ­ცე­ში ვა­თავ­სებთ, იგი შავ და თეთრ ნა­წი­ლე­ბად იყ­ო­ფა. ობ­ი­ექ­ტის ნა­წილს ყუ­რად­ღე­ბით ვათ­ვა­ლი­ე­რებთ, მაგ­რამ ამ­ას სხვა ნა­წი­ლის ხარ­ჯ­ზე ვა­კე­თებთ, იგი რა­დი­კა­ლუ­რად ქრე­ბა მხედ­ვე­ლო­ბის არ­ი­დან. ამგ­ვა­რად, შე­იძ­ლე­ბა ითქ­ვას, რომ მუ­ზე­ა­ლი­ზა­ცი­ის, საგ­ნის გა­მო­ფე­ნი­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ში რა­ღაც ტრავ­მა ძევს. ობ­ი­ექ­ტი ტრავ­მა­ტი­ზირ­დე­ბა, იგი შიგ­ნი­დან იპ­ო­ბა ორ ნა­წი­ლად - იმ­ად, რა­საც ხე­დავ და რაც პრინ­ცი­პუ­ლად არ ჩანს. გგო­ნია, რომ ობ­ი­ექტს არ­ა­ფე­რი მოს­დის, მაგ­რამ ჭვრე­ტის პი­რო­ბე­ბი მის ფუნ­და­მენ­ტურ ტრან­ს­ფორ­მი­რე­ბას იწ­ვევს. იპ­ო­ბა იგი მე­დი­ა­ლურ ნა­წი­ლად, მხა­რედ, რო­მე­ლიც ჩვენ რა­ღა­ცას გვა­უწყებს, ჩანს მხა­რედ, რო­მელ­საც ამ მე­დი­ა­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დოთ. იგი და­ფა­რუ­ლია ჩვენ­გან. ობ­ი­ექ­ტის ში­ნა­გა­ნი "გან­ხეთ­ქი­ლე­ბის" და­ნახ­ვის ამ შე­უძ­ლებ­ლო­ბას, ჰა­ი­დე­გე­რის კვა­ლად, ონ­ტო-მე­დი­ა­ლურ დი­ფე­რენ­ცი­ა­ცი­ას ვუ­წო­დებ. ამგ­ვა­რად, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია და­ვა­ხა­სი­ა­თოთ ხე­ლოვ­ნე­ბის და­ბა­დე­ბის პრო­ცე­სი, რო­გორც ტა­ბუ­ი­რე­ბის პრო­ცე­სი, რო­გორც აკრ­ძალ­ვა, ფრუს­ტ­რი­რე­ბა და ბლო­კი­რე­ბა... თუნ­დაც ჩვე­ნი სურ­ვი­ლე­ბის ბლო­კი­რე­ბა. თუ­კი ყო­ვე­ლი ცალ­კე­უ­ლი ობ­ი­ექ­ტი ტა­ბუ­ი­რე­ბის პრო­დუქტს წარ­მო­ად­გენს, თა­ნაც ის­ეთ პრო­დუქტს, რო­მე­ლიც ფუნ­და­მენ­ტუ­რად ამ­ა­ხინ­ჯებს ამ ობ­ი­ექტს, მა­შინ ად­ვი­ლი და­საშ­ვე­ბია, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ეპ­ო­ქა­ში კი არ არღ­ვევს ტა­ბუს, არ­ა­მედ მის პრო­დუ­ცი­რე­ბას ახ­დენს. არ­სე­ბობს მცდა­რი აზ­რი, რომ XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა სულ უფ­რო წინ მი­ი­წევს, ანგ­რევს არ­სე­ბულ ნორ­მებს, აღ­მო­ა­ჩენს ახ­ალ სივ­რ­ცე­ებს, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს არ­ა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო სი­მარ­თ­ლეს­თან. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში XX სა­უ­კუ­ნის ხე­ლოვ­ნე­ბა ტა­ბუ­სა და აკრ­ძალ­ვე­ბის გა­მუდ­მე­ბუ­ლი წარ­მო­ე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. ნე­ბის­მი­ე­რი ავ­ან­გარ­დის სა­ერ­თო ფორ­მაა: "ასე ცხოვ­რე­ბა აღ­არ შე­იძ­ლე­ბა". თა­ნაც ეს აკრ­ძალ­ვა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ირ­ა­ცი­ო­ნა­ლუ­რია. ცხა­დია, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­საშ­ვე­ბია. ეს აბ­სურ­დუ­ლი სიტყ­ვე­ბია და თვით­ტა­ბუ­ი­რე­ბის აქტს წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­საც არ­ა­ნა­ი­რი ბა­ზა არ გა­აჩ­ნია, გარ­და წმინ­და ეს­თე­ტი­კუ­რი­სა. თუ­კი მა­ლე­ვი­ჩი­ვით ვიტყ­ვი: "ასე ცხოვ­რე­ბა აღ­არ შე­იძ­ლე­ბა" და ვე­ღარ დავ­ხა­ტავ "ვე­ნე­რა­თა უკ­ა­ნა­ლებს" და "მწვა­ნე ბაღ­ნა­რებს", იმ­ი­ტომ, რომ ამ­ის ყუ­რე­ბა აღ­არ შე­იძ­ლე­ბა - მა­შინ შა­ვი კვად­რა­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბის საზ­ღ­ვ­რე­ბი­დან გა­მო­სა­ვა­ლი კი არა, ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის გაქ­რო­ბის ნი­შა­ნი იქ­ნე­ბა. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი, რა თქმა უნ­და, ად­ა­მი­ანს ვე­ნე­რას უკ­ა­ნა­ლის და­ხატ­ვა სურს, მა­ლე­ვიჩ­საც უნ­დო­და. იგი ამ­ბობ­და, რომ იგი იბრ­ძ­ვის გუ­ლახ­დი­ლო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ად­ა­მი­ან­სა და შე­მოქ­მედ­ში. ჩვენ მხატ­ვ­რე­ბი მა­შინ ვართ, რო­ცა სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბის სა­პი­რის­პი­როდ ვიქ­ცე­ვით, რო­ცა სა­კუ­თა­რი თა­ვის ფრუს­ტ­რა­ცი­ას ვახ­დენთ, ანუ რო­ცა ას­კე­ტურ პრაქ­ტი­კას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. XX სა­უ­კუ­ნის ავ­ან­გარ­დის პრაქ­ტი­კას ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე ტა­ბუს და­დე­ბის პრაქ­ტი­კა შე­იძ­ლე­ბა ეწ­ო­დოს. პირ­ველ ეტ­აპ­ზე მე ხე­ლოვ­ნე­ბის პრაქ­ტი­კის ტა­ბუ­ი­რე­ბას ვახ­დენ, ვა­უქ­მებ გარ­კ­ვე­ულ ობ­ი­ექ­ტებს და მათ ჭვრე­ტის წმინ­და საგ­ნე­ბად ვაქ­ცევ, შემ­დეგ ეტ­აპ­ზე კი ამ პრაქ­ტი­კის თა­ვის­თა­ვა­დო­ბას ვაც­ნო­ბი­ე­რებ და მა­საც ვკრძა­ლავ, რო­გორც პრაქ­ტი­კას. ამგ­ვა­რად, ავ­ან­გარ­დუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა თა­ვად ხე­ლოვ­ნე­ბის, რო­გორც კი­დევ ერ­თი რე­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კის ტა­ბუ­ი­რე­ბას და აკრ­ძალ­ვას წარ­მო­ად­გენს და ამ­ის მი­ხედ­ვით ხე­ლოვ­ნე­ბა ერ­თი აკრ­ძალ­ვი­დან მე­ო­რის­კენ მი­დის, ერ­თი ფრუს­ტ­რა­ცი­ი­დან მე­ო­რეს­კენ, ერ­თი შე­უძ­ლებ­ლო­ბი­დან მე­ო­რის­კენ, თა­ნაც ყვე­ლა ამ აკრ­ძალ­ვებ­სა და ფრუს­ტ­რა­ცი­ებს არ­ა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ გა­აჩ­ნი­ათ ცხოვ­რე­ბა­ში. მათ მხო­ლოდ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში აქვთ ეს სა­ფუძ­ვე­ლი.

ფიროსმანი Pirosmani