24 August 2009

გია მირზაშვილი Gia Mirzashvili



დაიბადა 1961 წელს ქ. თბილისში
1984 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, ფერწერის ფაკულტეტი.
1987-1990 წლებში სწავლობდა უჩა ჯაფარიძის სახელობის ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში.
1984 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.
გამოფენები:
1975წ. პერსონალური გამოფენა ბავშვთა სურათების მუზეუმი
1977წ. ჯგუფური გამოფენა ,,სიმწიფის მიჯნაზე” ბავშვთა სურათების მუზეუმი.
1985წ. ფაშიზმზე გამარჯვების 40 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა,სურათების ეროვნული გალერეა
1987წ. პერსონალური გამოფენა მხატვრის სახლი.
1987წ. საკავშირო ჯგუფური გამოფენა ,,საქართველოს ახალგაზრდობა”,მოსკოვი.
1987წ. ჯგუფური გამოფენა ,,ადამიანი, ოჯახი, გარემო”, აშშ-ს ექვსქალაქში
1988წ. კომკავშირის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა. მხატვრის სახლი.
1988წ. უჩა ჯაფარიძის სახელობის ფერწერის შემოქმედებითი სახელოსნოს ასპირანტთა ჯგუფური გამოფენა. მხატვრისსახლი.
1988წ. დამდგმელი მხატვარი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა ,,ქალაქის ცხოვრება”( რეჟ. ტატო კოტეტიშვილი)
1989წ. შემოქმედებითი სახელოსნოების ჯგუფური გამოფენა.ლენინგრადი
1989წ. დამდგმელი მხატვარი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა "გზაჯვარედინი’’ ( რეჟ. ლევან კიტია)
1989წ. გააფორმა ირაკლი კოსტავას ლექსების კრებული.
1989წ. გააფორმა ირაკლი ჩარკვიანის მოთხრობების კრებული ,,ძველი სათამაშოები’’
1990წ. გააფორმა ქართველ პოეტთა ლექსების კრებული ,,მთაწმინდის მთვარე“
1992წ. ჯგუფური გამოფენა ,,მთვარის გლობუსი“ კინოს სახლში.
1993წ. დამდგმელი მხატვარი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა ,,უკანასკნელი ფოთოლი“ (რეჟ. მამუკა სალუქვაძე)
1994წ. პერსონალური გამოფენა. სურათების ეროვნული გალერეა.
1997წ. პერსონალური გამოფენა. სურათების ეროვნული გალერეა.
1998წ. პერსონალური გამოფენა. გალერეა ,,ვერნისაჟი’’
1999წ. პერსონალური გამოფენა. გალერეა ,,შარდენი“
2000წ. პერსონალური გამოფენა. გალერეა ,, შარდენი“
2001წ. გიორგი მირზაშვილის და ყარამან ქუთათელაძის გამოფენა. გალერეა ,,შარდენი“
2003წ. პერსონალური გამოფენა. თეატრალური სარდაფი.
2006წ. გიორგი მირზაშვილისა და თენგიზ მირზაშვილის გამოფენა. გალერეა ,,ვერნისაჟი’’.
2006წ. გიორგი მირზაშვილის ფოტოგამოფენა. გალერეა ,,შარდენი’’
2007წ. პერსონალური გამოფენა. გალერეა ,,შარდენი”
2008წ. დაიბეჭდა გიორგი მირზაშვილის ლექსების კრებული.
მხატვრის ნამუშევრები დაცულია ჯი-ემ-თი ჯგუფის კოლექციაში (სასტუმრო თბილისი მარიოტი და სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი) ასევე კერძო კოლექციებში: საქართველოში, გერმანიაში, საფრანგეთში, ნორვეგიაში, ჰოლანდიაში, აშშ-სა და ავსტრიაში.

No comments: